თემურ ქეცბაია: და აი, დადგა ჩემი დაბრუნების დრო - ტიტულები უნდა დავიბრუნოთ

AutoSharing Option
როგორც გამცნეთ, თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისი" ჩაიბარა. მან პრეზენტაციაზე სეფე-სიტყვა წარმოსთქვა.

"ეს მხოლოდ ჩემი დაბრუნება არაა. რაღაც ახალს არ ვიწყებ. აქ 1991 წელს ჩამოვედი. იყო პრობლემები, მაგრამ გულშემატკივრები მუდამ გვერდში გვედგნენ. ჩვენ მომავლის რწმენა გვაქვს. ერთად უნდა ვიღვაწოთ გუნდის აღორძინებისათვის. ტიტულები უნდა დავიბრუნოთ, ამას კი დრო სჭირდება. მადლობა ნდობისათვის.

ვერ გეტყვით, ვინ წავა და ვის დავიმატებთ. იმედია, სანამ შეკრებას დავიწყებთ, 90%-ით დავკომპლექტდებით. შემადგენლობის 100%-ით გამოცვლას არ ვაპირებთ. გეგმა გაგვაჩნია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს.

რატომ არ მივიღე თავიდან შეთავაზება? ვთვლი,
რომ მაშინ საჭირო დრო არ იყო. ვისაუბრეთ და ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაშია "ანორთოსისი". კლუბის მფლობელები ფინანსურად დაგვეხმარებიან. კვიპროსში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და "ანორთოსისთან" მაშინაც ვიყავი, როდესაც აქ არ ვიმყოფებოდი. და აი, დადგა დრო ჩემი დაბრუნებისა.

ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ყოველ მატჩში გამარჯვება მინდა. გავძლიერდებით და ძლიერ გუნდს ავაშენებთ. 2004 წელსაც ანალოგიური პრობლემები გვქონდა და ყველაფერი დავძლიეთ. მაღალ მიზნებს დავისახავთ, მაგრამ თუ პირველივე სეზონში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მე სამუშაოს არ დავტოვებ, ბოლომდე ვიბრძოლებ", - ციტირებს ქეცბაიას კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდ წარმატებებს გისურვებ ბ-ნო თემურ.
გიზოგ
10:43 21-05-2019
0
თმაზე ალერგიაა აქვთ ეტყობა, წინა მწვრთნელიც ესე შეარჩიეს:)))
emigranti
00:34 19-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული