19 წლის "აიაქსის" კაპიტანი მატიას დე ლიხტი ერედივიზიონის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია მათ შორის, ვისაც აღნიშნული პრიზი მიუღია.
ასევე "აიაქსელმა" დუშან ტადიჩმა ერედივიზიონის ოქროს ბუცი მოიგო, ვერცხლის ბუცი პსვ-ს თავდამსხმელ ლუუკ დე იონგს გადაეცა(დე იონგმა და ტადიჩმა 28-28 გოლი გაიტანეს, მაგრამ ტადიჩს უფრო მეტი საგოლე პასი ჰქონდა).
ჰოლანდიის ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელს გაზეთი De Telegraaf ასახელებს და ეს პრიზი ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც იოჰან კრუიფი, ფრანკ რაიკაარდი, რონალდ კუმანი, რომარიო და
ლუის სუარესი არიან.
"კარგია სიაა და ის, რომ ამ ფეხბურთელებმა იგივე პრიზი მოიგეს მმატებს მოტივაციას, რათა მივაღწიო ყველაფერს, რაც შემიძლია"- თქვა დე ლიხტმა.
"ჯილდო კარგია ისტორიის წიგნებისთვის და მე ამით ძალიან ვამაყობ".
"აიაქსის" კაპიტანს აღნიშნული ჯილდო სექტემბერში, გალა დაჯილდოებაზე გადაეცემა თანაგუნდელ ფრენკი დე იონგთან ერთად, რომელსაც ერედივიზიონის საუკეთესო ტალანტის პრიზს გადასცემენ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით