ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინის სახელმწიფომ ისლანდიის ნაკრებივით უნდა იბრძოლოს

AutoSharing Option
ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელიც დღეს ოფიციალურად გახდა უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინა ისლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებს შეადარა.

"გაიხსენეთ, გეთაყვა, ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრები. რას მიაღწია ამ გუნდმა, რომლის ღირსებასაც სტომატოლოგი, რეჟისორი, პილოტი, სტუდენტი და დამლაგებელი იცავდნენ და თავიანთი ქვეყნისთვის იბრძოდნენ.

ეს მათ მოახერხეს, თუმცა ამას არავინ არ ელოდა. ესაა ჩვენი გზა. ჩვენ ისლანდიელები უნდა გავხდეთ ცხოვრებაში", - თქვა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული