კილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესია.

"მესი ფავორიტია. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არაფერს არ ნიშნავს, ის ყველაფერში ნომერ პირველად რჩება. დარწმუნებული ვარ, "ოქროს ბურთს" მესი მიიღებს. წელს დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. წელიწადი დეკემბრამდე გრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერი არ შეიცვლება. ის კვლავაც საუკეთესო იქნება", - ციტირებს მბაპეს "მუნდო დეპორტივო".

მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ზედიზედ სამჯერ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

"ოქროს ბუცისათვის" ბრძოლაში მესი 36 გოლით პირველ ადგილზეა, მბაპე 32 გოლით მეორეზეა და
ამ უკანასკნელს ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კაი გია გაიხარე არ გეჯიბრები არა არც მესის ვერჩი რამეს
აკაკი
15:13 22-05-2019
0
კაი დაწყნარდი დაღალე ამ ბავშური კომენტარებით და ფანატიზმით წაკითხვაც აღარ ღირს.....ვენდის რეკლამაში ხომ რ გერევა აბა კარგად დაფიქრდი....
აკაკი
14:37 22-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული