ხავიმ კარიერაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

39 წლის კატალონიელმა ყატარის "ალ სადში" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანის "პერსეპოლისთან" (0:2) ითამაშა.

ხავიმ "ბარსელონას" ღირსება 767 მატჩში დაიცვა, "ფურია როხაში" კი 133-ჯერ ითამაშა.

მან რვაჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას და ამდენივეჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ხავი 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2008-სა და 2012-ში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
საიდან იღებთ მცდარ ინფორმაციას? ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო და არა 3-ჯერ.
Jaba
03:54 21-05-2019
0
კიდევ ერთი ლეგენდა ამთავრებს კარიერას.ჩემი აზრით, ბარსელონამ ბოლომდე ვერ გამოიყენა ხავი,ინიესტა, მესის პოტენციალი.სადაც რონალდოს რეალმა შესძლო ზედიზედ სამი ლიგის მოგება,ბარსასათვის, ეს მიუღწეველი,ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
სოსო
08:50 21-05-2019
0

სიახლეები პოპულარული