მოღალატედ შერაცხილმა უკრაინელმა მცველმა ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
უკრაინელი მცველი იაროსლავ რაკიცკი, რომელიც დონეცკის "შახტარიდან" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადავიდა, ორივე ქვეყნის ჩემპიონი გახდა. საქმე იმაშია, რომ სანამ რაკიცკი რუსეთში სათამაშოდ წავიდოდა, "შახტარს" ის ჩემპიონატის განაცხადში ჰყავდა შეყვანილი. დონეცკური კლუბი უკრაინის ჩემპიონი გახდა. აქედან გამომდინარე, რაკიცკიც მიიღებს უკრაინის ოქროს მედალს. მეორე ოქროს მედალი კი "ზენიტის" შემადგენლობაში მოიპოვა, სწორედ სანკტპეტერბურგული გუნდი გახდა რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული.

იაროსლავ რაკიცკის "ზენიტში" გადასვლა ეროვნული ნაკრებიდან გაგდებად დაუჯდა. ანდრეი შევჩენკომ "შახტარის" ყოფილი მცველი უკრაინის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა. საერთოდაც, ამ ტრანსფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და
უკრაინაში რაკიცკი მოღალატედ ბევრმა შერაცხა.

თუმცა ცენტრალურმა მცველმა თავისი წვლილი ორივე კლუბის ჩემპიონობაში შეიტანა. "შახტარის" მაისურით უკრაინის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. "ზენიტის" შემადგენლობაშიც 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლით გამოიჩინა თავი.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკიცკი ორივე ოქროს მედალს იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი მცველი კი არის
1
რაკიცკი გადასვლამდეც ცნობილი იყო თავისი რუსოფილიით. სეპარატისტული დონეცკის ღია მხარდამჭერი. ნაკრებში თამაშებისას უკრაინის ჰიმნს ნატურალიზებული ბრაზილიელიც კი მღერის, ამას კი არასოდეს უმღერია. ფეხბურთელი კი უკრაინაში საუკეთესო მცველი.
emigranti
01:59 22-05-2019
4

სიახლეები პოპულარული