რაფაელ ვარანი პოლ პოგბაზე: კარგი ფეხბურთელისთვის "რეალში" ადგილი ყოველთვის მოიძებნება

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა მადრიდულ გუნდში "მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"არ შემიძლია გითხრათ, თუ რაზე ვესაუბრები პოგბას, მაგრამ კარგი ფეხბურთელისთვის "რეალში" ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ის ერთ-ერთი ასეთია.

"რეალში" დიდი კონკურენციაა. პოგბას გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი. ვნახოთ, აგვისტოში სად აღმოჩნდება", - ციტირებს ვარანს Goal-ი.

ამ სეზონში პოგბამ 47 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გახდა ცნობილი, რომ "რეალში" პოგბას გადასვლის წინააღმდეგი გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული