Radio Sportiva-ს ჟურნალისტი ფედერიკო ჯენარელი თავისი "ტვიტერით" იუწყება, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელად "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა დაინიშნება.
ჯენარელი ირწმუნება, რომ გვარდიოლა "იუვესთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გვარდიოლა "ბიანკონერიში" მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც ტურინულ გუნდში 5 წელი იმუშავა და გადადგა.
ისე, ცოტა ხნის წინ კატალონიელმა თქვა, რომ სამუშაო ადგილის გამოცვლას არ აპირებს.
გვარდიოლა "სიტის" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ ამ გუნდმა ორჯერ ჩემპიონატი, ორჯერ ლიგის თასი, თასი და სუპერთასი მოიგო.
გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.