საით გაუწევია "რეალიდან" სერხიო რამოსს? - მას რონალდო "იუვენტუსში" ეპატიჟება

AutoSharing Option
სხვადასხვა საინფორმაცია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მცველი სერხიო რამოსი "რეალიდან" აბარგებას აპირებს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხუანფე სანსი ამტკიცებს, რომ სერხიოს არ მოსწონს გუნდში რაც ხდება და ამიტომ სურს ნავთსაყუდელის გამოცვლა, თუმცა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან არ უსაუბრია.

As-ი ირწმუნება, რომ რამოსს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა ბლანკოსის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან და აქ საქმე ფინანსებს არ ეხება.

33 წლის რამოსის სამსახურით ევროპის რამდენიმე წამყვანი (მათ შორის მანჩესტერი და ლივერპული) და ერთი ჩინური კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად მისი დამატება "იუვენტუსს" უნდა, რომლის თავდამსხმელმა
რონალდომ პირადად სთხოვა ანიელების ოჯახს მისი შეძენა.

"რეალში" სერხიოს წლიური ხელფასი 12.5 მილიონი ევროა, კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი - 80 მილიონი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი სიტყვით, როგორც პოეტი ჯანსუღი იტყოდა: ვისი ვიოლინო, ვის როიალშიაო. ვინ სად გადადის კაცმა არ იცის!
ვახო
14:57 27-05-2019
0
ესეიგი ვერ გავიგე რაა რონალდო წავიდა რეალიდან გასაგებია, შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია მარსელო მიდისო და იუვეში ეპატიჟება რონიო შემდეგ ისკო მიდისო და ამასაც იუვეში ეპატიჟებაო რონალდო, ახლა რამოსიო.... თუ რეალში გინდოდა თამაში დარჩენილიყავი სადღა მიდიოდი იუვენტუსი რეალად უნდა აქციო? :DD
0

სიახლეები პოპულარული