საით გაუწევია "რეალიდან" სერხიო რამოსს? - მას რონალდო "იუვენტუსში" ეპატიჟება

AutoSharing Option
სხვადასხვა საინფორმაცია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მცველი სერხიო რამოსი "რეალიდან" აბარგებას აპირებს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხუანფე სანსი ამტკიცებს, რომ სერხიოს არ მოსწონს გუნდში რაც ხდება და ამიტომ სურს ნავთსაყუდელის გამოცვლა, თუმცა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან არ უსაუბრია.

As-ი ირწმუნება, რომ რამოსს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა ბლანკოსის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან და აქ საქმე ფინანსებს არ ეხება.

33 წლის რამოსის სამსახურით ევროპის რამდენიმე წამყვანი (მათ შორის მანჩესტერი და ლივერპული) და ერთი ჩინური კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად მისი დამატება "იუვენტუსს" უნდა, რომლის თავდამსხმელმა
რონალდომ პირადად სთხოვა ანიელების ოჯახს მისი შეძენა.

"რეალში" სერხიოს წლიური ხელფასი 12.5 მილიონი ევროა, კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი - 80 მილიონი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი სიტყვით, როგორც პოეტი ჯანსუღი იტყოდა: ვისი ვიოლინო, ვის როიალშიაო. ვინ სად გადადის კაცმა არ იცის!
ვახო
27 მაისი 2019 14:57
0
ესეიგი ვერ გავიგე რაა რონალდო წავიდა რეალიდან გასაგებია, შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია მარსელო მიდისო და იუვეში ეპატიჟება რონიო შემდეგ ისკო მიდისო და ამასაც იუვეში ეპატიჟებაო რონალდო, ახლა რამოსიო.... თუ რეალში გინდოდა თამაში დარჩენილიყავი სადღა მიდიოდი იუვენტუსი რეალად უნდა აქციო? :DD
T.k
25 მაისი 2019 22:35
0
800 მილიონი? შეცდომა ხომ არაა
ჯერი ღრუტუნაშვილი
25 მაისი 2019 13:44
1
იუვეში შანსი არ არის. რონალდუ გადავიდა თუ არა რეალზე ჭორაობა დაიწყო და რამოსმა დააყენებინა უკანალი. კრიშტიანომ თქვა არავინ მირეკავს შავი ჩიჩილაკის გარდაო და ეხლა მოუნდა რამოსი? ისე რამოსი რომ გადავიდეს ლიგას მართლა მოიგებენ.
ნიკა
25 მაისი 2019 11:00
7
შავ ჩივილალზე მაგრად გამეცინა :)))) მაგიტომ დაგილაიქე :))
კაი იყო საღოლ :)))))
25 მაისი 2019 14:00
0
ორი გამორჩეული თვისების მქონე ფეხბურთელია;ძალიან ძლიერი და ძალიან ბინძური მოთამაშეა.
sake
25 მაისი 2019 08:58
1
და ეს სთხოვა პირადად ანიელების ოჯახს ?))
Solo
25 მაისი 2019 07:25
1
მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 800 მილიონია
800 მილიონია
800 მილიონია
გადასარევი გიორგი
25 მაისი 2019 02:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული