კვალიარელამ "იუვენტუსს" 11 გოლი თუ არ გაუტანა, მესი მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბუცს"

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბუცს".

მესიმ ლა ლიგაზე 36 გოლი გაიტანა და პრიზს ისევ დაეუფლება, თუ "სამპდორიას" ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს ბოლო ტურში "იუვენტუსს" 11 გოლი არ გაუტანა.

პსჟ-ს 20 წლის თავდამსხმელს კილიან მბაპეს ჰქონდა მესის გადასწრების შესაძლებლობა, მაგრამ საფრანგეთის პირველობის ბოლო ტურში "რენთან" წაგებულ შეხვედრაში (1:3) მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ჩემპიონატი 33 გოლით დაასრულა.

"ბარსელონამ" მესის კლუბის ტვიტერით წინასწარ მიულოცა "ოქროს ბუცის" მოპოვება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფეხბურთელს მთავარი გოლის გატანა ევალება და ის ეხლაც კი ყველას ჯობნის ამაში.
ზვიადი
05:45 27-05-2019
0
ლეო გილოცავთ ოქროს ბუცს. ლეო ათასჯერ, რომ წააგო ყოველთვის მეყვარები და უდიდეს პატივს გცემ, შენი თამაშიდან გამომდინარე. რამდენი ლამაზი დაუვიწყარი თამაშები გვაჩუქე. მე არ მივეკუთვნები იმ ქომაგების რიცხვს (საბედნიეროდ) რომლებიც საყვარელ გუნდს და მის ლიდერს ზურგს აქცევენ მარცხის მერე. დამარცხებულებიც და გამარჯვებულებიც ყოველთვის მიყვარხართ. დღევანდელ თამაშში წარმატებას გისურვებთ!
manCo
20:27 25-05-2019
0

სიახლეები პოპულარული