უცხოელი ფეხბურთელების სახელები, რომლებიც ქართულად სასაცილოდ ჟღერს

AutoSharing Option
ფეხბურთელების სახელები რა სასაცილოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიანაც სახალისოა უცხოელი ფეხბურთელების მაისურებზე ამოტვიფრული სახელები და გვარები, რომლებიც ქართულში სიტყვის მნიშვნელობას ატარებენ და არა სახელის ან გვარის…

ცნობილ ფეხბურთელებში ცოტაა ისეთი, ვისი სახელიც ქართულ რომელიმე სიტყვასთან ასოცირდება, მაგრამ ნაკლებად ცნობილებში ასეთი ძალიან ბევრი აღმოვაჩინეთ და საუკეთესოებს წარმოგიდგენთ…

1. Kardo Aso

ამ ფეხბურთელის მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ მის სახელზე ნამდვილად გაეცინებოდათ ქართველებს; ყველა მათგანს თუ არა, მეცხრეკლასელებს მაინც, რომლებიც ახლა სწავლობენ ანატომიას. კარდო შვედეთის მოქალაქეა და 24 წლისაა. ის შვედეთის ლიგის
პირველ დივიზიონში მოღვაწეობს…

Sportall.Ge

2. David Goodwillie

დევიდი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომლის გვარიც ჰიპერმარკეტების ქსელ "გუდვილს" გაგვახსენებს და გულიანად თუ არ გაგვაცინებს, გაგვაღიმებს მაინც იმის წარმოდგენა, რამდენად საოცარი იქნებოდა, ამ ჰიპერმარკეტების ქსელის სახე დევიდი რომ ყოფილიყო…

Sportall.Ge

3. Bote Baku

ბოთე ბაკუ მაინცში დაბადებული 21 წლის ფეხბურთელია, რომლის სახელიც რიკოთის დასავლეთით მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ სიტყვას გაგვახსენებს… ბოთე ეძახეთ და, მაინცის გუნდში კი თამაშობს 34-ნომრიანი მაისურით…

Sportall.Ge

4. Cha Cha Namdar

ეს ირანული წარმოშობის ფეხბურთელი ამერიკაში მოღვაწეობდა. ის ახლა 62 წლისაა და ამერიკული ახალგაზრდა გუნდების გაწვრთნითაა დაკავებული. ის თითქმის ყველა სურათში სახეგაბადრულია. ალბათ, ფეხბურთთან ერთად, ჭაჭაც აბედნიერებს…

Sportall.Ge

5. Kefa Kisala

გაგიკვირდებათ და, ეს ფეხბურთელი არასდროს მიუწვევიათ უგანდის ტელევიზიის გენიალურ გადაცემა Morning Breeze-ში. კეფა კისალამ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა უგანდის ნაკრების მაისურით, თუმცა ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის…

Sportall.Ge


altსასაცილო ფოტოშარჟები ინგლისი-კოლუმბიის მატჩის შემდეგ [PHOTO]

altყველაფერს ფულით ვერ იყიდი! - ჩემპიონთა ლიგის სასაცილო ანიმაციები [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
Kubo
Jfgj
02:52 29-12-2019
0
Shamatava goderzi..zugdidis dinamodan
Nino
21:47 28-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული