ნახევარმცველ ედენ აზარის 3 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაანონსებული პრეზენტაცია გადაიდო.
As-ის ცნობით, "ჩელსიმ" და "რეალმა" ტრანსფერის თანხაზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
აზარი ამ დღეებში ბელგიის ნაკრებში გაემგზავრება და ალბათ, მხოლოდ შემდეგ წარადგენენ ბლანკოსში.
ამჟამად აზარი ოჯახთან ერთად მარბელაზე ისვენებს, სადაც სანაპიროზე ოფიციანტმა "რეალის" მაისურაზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა და სურათიც გადაიღო, შემდეგ კი ხუმრობით ჰკითხა, "ბარსელონაში" ხომ არ გადადიხარო, რაზეც ფეხბურთელმა მოკლედ უპასუხა - არა.