ედენ აზარი ესპანეთშია, მაგრამ "რეალში" პრეზენტაცია გადაედო

AutoSharing Option
ნახევარმცველ ედენ აზარის 3 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაანონსებული პრეზენტაცია გადაიდო.

As-ის ცნობით, "ჩელსიმ" და "რეალმა" ტრანსფერის თანხაზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აზარი ამ დღეებში ბელგიის ნაკრებში გაემგზავრება და ალბათ, მხოლოდ შემდეგ წარადგენენ ბლანკოსში.

ამჟამად აზარი ოჯახთან ერთად მარბელაზე ისვენებს, სადაც სანაპიროზე ოფიციანტმა "რეალის" მაისურაზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა და სურათიც გადაიღო, შემდეგ კი ხუმრობით ჰკითხა, "ბარსელონაში" ხომ არ გადადიხარო, რაზეც ფეხბურთელმა მოკლედ უპასუხა - არა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეიც გადმოდის რეალში მალე გაიგებთ ;)
ruxsona
01 ივნისი 2019 14:36
3
არც ერთხელ არ დაუყენებია ბარსას ხელმძღვანელობას საკითხი, აზარის გადმოსვლაზე. სადაც გადავიდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ნამდვილად საწინააღმდეგო არა გვაქვს.
კობა
01 ივნისი 2019 11:27
0
არას ისე იძახის, ვითომ ბარსაში ვეპატიჟებოდით რა? ვინც გვინდა ეს არის ნეი!
10
31 მაისი 2019 20:56
20
ემიგრანტო რას ამბობ რა? პირდაპირ ბარსამ მუხლის ჩოქვით ეხვეწა აზარის გადმოდიო. სად აზარი და სად ნეიმარი. ცა და მიწა. აზარიც ბევრჯერ დამტვრეულა ისე, რომ არცერთი ფეხბურთელი ამისგან არ არის დაზღვეული. ნეიმარს, უმაღლესი ოსტატობა და კლასი რომ აქვს ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეხლა არ დამიწყო დავა იმაზე, რომ ნეიმარი არ არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი.
10
01 ივნისი 2019 10:50
1
ჰო, ზუსტად მასეა, ბარსას ეხვეწა წამიყვანეთო და უარი უთხრეს:))) ნეი მალე ანანიძეს გაასწრებს გამოტოვებული მატჩების რაოდენობით, აგერ ნახავთ თუ არა.ღმერთმა დაიფაროს, მარა ნამეტნავად ტრავმიანია...აზარი კი ვარსკვლავური ფეხბურთელია, ორი აზრი არაა და ნებისმიერი გუნდი წაიყვანდა. ჩვენს ჩაკვეტაძეს ყველაზე მეტად აზარს ვამსგავსებ, ცოტაცა და გამოჩნდება.
emigranti
01 ივნისი 2019 02:33
2

სიახლეები პოპულარული