ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ გაამხილა, თუ ვინ მოსწონს თანამედროვე ფეხბურთელებიდან.
"მესი, რა თქმა უნდა, ნომერი პირველია. კიდევ 20-30 წელი დაგჭირდება მოცდა, რათა მისი მსგავსი ვიხილოთ. ასევე მომწონს სალაჰი, აზარი და ნეიმარი, მიყვარს მათი თამაშის ყურება და რა თქმა უნდა, მბაპე.
მე მადარებენ? ასე ჩემს მსგავს ბევრ ფეხბურთელზე ლაპარაკობენ. ისინი სწრაფები არიან, კარგი ტექნიკა აქვთ, შესანიშნავად დარბიან, ორივე ფეხით ურტყამენ ბურთს.
ჩვენ მსგავსები ვართ, მაგრამ არასოდეს არ მომწონდა შედარება, განსაკუთრებით სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს შორის, რადგან ისინი სხვადასხვა დროს ასპარეზობდნენ", - ციტირებს
რონალდოს AS-ი.
მაგრამ რომ ვფიქრდები მაინც ვერ ვამბობ ჩემ თავში რომ მარადონას ჯობია და გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ასეთ ფეხბურთელს ვიდრე დიეგოს მოჰქონდა ნაპოლისთვის ან არგენტინისთვის. შესაძლოა საშემსრულებლო კლასით შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრად უფრო დახვეწილია და მეტი გოლიც გააქვს, თუნდაც იმიტომ რომ მარადონა ტიპიური ნახევარმცველი იყო, მაგრამ არის რაღაც რაც მესიში მაკლია და რის გამოც მან ვერ ილიდერა ნაკრებში. ეს არის თანდაყოლილი ქარიზმა. მარადონა იყო ლიდერი როგორც თამაშით ასევე ხასიათით. ემჩნეოდა სხვა ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ეს ქარიზმა. მესი უფრო წყნარი, მშვიდი ბიჭია. პატივსაც სცემენ ალბათ მის სიტყვას როგორც დიდი ფეხბურთელის მაგრამ ისეთი ქარიზმატული ლიდერი მაინც ვერაა გადამწყვეტ მომენტებში რომ მთელ გუნდს აიყოლიებს... თავად ბარსელონას სქემას იდეალურად ერგება და აკეთებს თავის საქმეს 1000 პროცენტით მაგრად მაგრამ მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით. ჩემი აზრით ქარიზმატულ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა მაინც და სწორედ ეგ დააკლდა მარადონამდე მისასვლელად
შესაძლოა ვცდები