შტეფან ლიხტშტაინერმა "არსენალი" დატოვა

AutoSharing Option
ვეტერან შვეიცარიელ მცველს, შტეფან ლიხტშტაინერს "არსენალთან" კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა.

"ძვირფასო "მეთოფეებო", ჩვენ ახლოს ვიყავით ევროპა ლიგის მოგებასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია. მე იმედგაცრუებული ვარ.

ჩვენი მიზანი "არსენალის" უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დაბრუნება იყო. ფეხბურთელებს, მწვრთნელს, კლუბის მუშაკებსა და გულშემატკივრებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, ჩვენს მისიას გუნდი მომავალ სეზონში შეასრულებს.

მომწონდა ამ გუნდის წევრობა. ეს დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო, რომელსაც ბედნიერი დასასრული არ ჰქონდა. დიდი მადლობა თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერისათვის. მე ამას ვაფასებ!

შევხვდებით", -
დაწერა ლიხტშტაინერმა "ინსტაგრამზე".

35 წლის ლიხტშტაინერი "არსენალში" "იუვენტუსიდან" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და 23 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული