გოგონამ, რომელმაც პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს ბრალი გაუპატიურებაში დასდო, აღიარა, რომ სექსი ორმხრივი თანხმობით ჰქონდათ.
Globo-ს ცნობით, აღიარების შემდეგ იურიდიულმა ბიურომ "ფერნანდესმა და აბრეუმ" გოგონასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. გოგონამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს არ გაუუპატიურებია, მაგრამ სექსისას ის მას დაუნდობლად ექცეოდა და სცემდა.
გოგონა თვლის, რომ ფიზიკური ძალადობისათვის ნეიმარი უნდა დაისაჯოს და სხვა ადვოკატს მიმართა, თუმცა ცრუ ჩვენების მიცემისათვის თავად იმსახურებს სასჯელს.
ინციდენტი 15 მაისს პარიზის სასტუმრო Sofitel Paris Arc de Triomphe-ში მოხ
და. ნეიმარმა თანამემამულე გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო და საფრანგეთში ჩასასვლელად დოკუმენტები და ფული მეგობრის ხელით გაუგზავნა.
ნეიმარის დედამ, ნანდი სანტოსმა შვილს სთხოვა, გოგონას ცილისწამება აპატიოს და შეუნდოს.