ლეო მესი: ტყუილია, თითქოს ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მე და ჩემი მამა ვარჩევთ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ ამერიკის თასზე ისაუბრა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელებს ის და მისი მამა არჩევენ.

"ტურნირზე, როგორც ყოველთვის, იგივე ამოცანა გვაქვს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ თაობათა ცვლის პროცესი გვაქვს. ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობისათვის ეს პირველი დიდი ტურნირია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის არ ვიბრძოლებთ.

კვლავ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. შესაძლოა, ჩვენს შანსებს ადრინდელთან შედარებით ნაკლებად აფასებენ.

ჩემს მამაზე ბევრს ჭორაობენ, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელზე. მას მედიასაშუალებები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ, რაც აბსურდია. ამბობენ, თითქოს
ნაკრებისთვის ფეხბურთელებს ჩვენ ვარჩევთ. ეს სიცრუეა", - განუცხადა მესიმ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბედნიერია მესის მშოლები, ასეთი შვილის ყოლისათვის.
ნონა
13:48 07-06-2019
0
ლეო არ გაგიკვირდეს, იმდენ სისულელე ჭორებს წერენ შენზე, რომ გაგეცინება. ცილისწამება და ჭორაობა მოცლილების და უსაქმურების საქმეა. ასეთ ჭორებს იჯერებენ "ამაშიას ნაირები".
კობა
16:37 06-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული