ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ნეიმარმა ყატართან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და კოპა ამერიკას გამოტოვებს.
თავიდან ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანდა, თუმცა საბოლოოს გაირკვა, რომ ნეიმარი ტურნირისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკა 15 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ნეიმარმა მატჩის დასაწყისში კოჭის ტრავმა მიიღო და 21-ე წუთზე შეცვალეს კიდეც. ბრაზილიამ მის გარეშეც გაიმარჯვა - 2:0. გოლები რიჩარლისონმა და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს. პსჟ-ის ფორვარდმა ცრემლები ვერ შეიკავა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა სათადარიგოთა სკამი.
წლევანდელ სეზონში ნეიმარმა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე 28 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.