9 ივნისს, ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში შვეიცარიას სძლია.
ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბრიტანელებმა 6:5 იმარჯვეს.
პიკფორდი პირველი ინგლისელი მეკარეა, რომელმაც მატჩისშემდგომ სერიაში თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
გიმარაეში. "აფონსო ენრიკესი". 15 742 მაყურებელი
შვეიცარია - ინგლისი 0:0 (პენ. 5:6)
შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი (დრმიჩი 87), ელვედი, ფერნანდეში (ზაკარია 61), ფროილერი, შაქირი (ცუბერი 65), ჯაკა, მბაბუ, სეფეროვიჩი (ოკაფორი 113)
ინგლისი: პიკფორდი, მაგუიარი, გომესი, როუზი (უოკერი 70), დელფი (ბარკლი 105), ალი, ლინგარდი (სანჩო 105), სტერლინგი, დაიერი, ალეკსანდერ-არნოლდი, კეინი (უილსონი 75)