არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა თავდამსხმელების, დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"მარადონა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მესი ჯერ - ვერა. ასეთია რეალობა. თუმცა, მესიმ უკვე ყველაფერი მოიგო და ეს შესანიშნავია.
ყოველთვის იარსებებს აზრი, რომ რადგან მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო, მარადონასთან მისი შედარება არ შეიძლება, მაგრამ სამყაროში მუდამ არსებობდა მრავალი სულელური აზრი. ლეოს დიეგოსთან შესადარებლად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება.
მესი მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, სუპერმენი არაა და ყველაფერს ვერ გააკეთებს. ის დაიღალა ბრალდებებისგან. ნაკრების
ყველა წარუმატებლობაში მას ადანაშაულებენ", - ციტირებს კემპესს "მარკა".
პირადად მე ერთ დონეზე ვაყენებ მესის და კრიშტიანოს,რომელთა კაცურ პაექრობაში ბევრი სიხარული და გულდაწყვეტაც მივიღეთ ფეხბურთის მოყვარულებმა, მაგრამ მესისტებს გთხოვთ დაანებოთ თავი ლეგენდებს პელესა და მარადონას რაც მაღიზიანებს და ამიტომ ვიწყებ კრიტიკას.