პოლ პოგბამ ბურთი 5 სუმოისტს გადააცილა და... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედი" იაპონიაში "ადიდასის" კომერციულ ტურზე იმყოფება.

კლუბთან ერთად არის პოლ პოგბა, რომელმაც უცნაური საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

ცოცხალ კედელში 5 იაპონელი სუმოისტი დადგა. პოგბამ მათ ბურთი გადააცილა, მეკარემ კი შესანიშნავი "სეივი" განახორციელა და გოლი არ გაუშვა.

შეგახსენებთ, "გარდიანთან" საუბრისას 26 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კარიერაში ახალი გამოწვევების დროა, რაც, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოგბა "იუნაიტედს" დატოვებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული