football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში შესანიშნავი გოლი ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. football.ua-მ წიტაიშვილი შემდეგნაირად დაახასიათა:

"ამჟამინდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. დისკვალიფიკაციის გამო იტალიასთან ნახევარფინალი გამოტოვა, თუმცა ფინალში მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა. მას კიევის "დინამოს" პირველ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მათ შორის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" (0:1) 30 წუთი ითამაშა. 1/8-ფინალში "ჩელსისთან" განაცხადში მოხვდა, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ახალი თაობის ერთ-ერთი
ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

საინტერესო ფაქტი: დაიბადა ისრაელში, მაგრამ ქართული ფესვები აქვს. ეროვნული ნაკრების დონეზე მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ღირსების დაცვაზე ოცნებობს. მისი მამა, კლიმენტი წიტაიშვილი ყოფილი ქართველი ფეხბურთელია.

სატრანსფერო ფასი: 800 ათასი ევრო".

გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილის სამსახურით "ბეშიქთაში" დაინტერესდა, თუმცა ის "დინამოს" დატოვებას არ აპირებს.

და კიდევ: მას სანაკრებო მომავალზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მოკლედ უპასუხა, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა, ჯერ ამაზე არ ფიქრობს, 8 წელია უკრაინაში ცხოვრობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აწი იოცნებოს და იყოს, მაინც აღარ დართავს უეფა ფა ფიფა ნებას ჩვენთან თამაშის, მეკარე, როა მახარაძე იმან ერთი თამაში ითამაშა უკრაინის ახალგაზრდულში და ახლა აღარ აძლევენ ჩვენ ნაკრებში თამაშის ნებას, ამას ვიღან მისცემს თან კიდე ოცნებობს არა კვახი.დდდ
დაა
19 ივნისი 2019 15:51
4
დიდებში არ აქვს ნათამაშები და ახალგაზრდულში თამაში არ უშლის ხელს
ირაკლი
20 ივნისი 2019 12:55
0
ჩემი აზრი ცამ ჩაყლაპა??? დრადდდადაააა კაიფოოობთ????! / ოკ მაშინ სამი სიტყვით შემოვიფარგლები.../ წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში!!!!
Vasili
19 ივნისი 2019 10:00
2
გამოიძახეთ წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მეტი რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა რომ ნაკრებში გამოიძახოთ?????????????????? ბიჭი 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა!!! თან ფინალში გოლი გაიტანა... თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს ისედაც ნაკრებში რას ელოდებით????????? რატო არ იძახებთ ნაკრებში ამ ბიჭს????????????? გაუგებარი და გასაკვირია!!!!!!!
kukuri
19 ივნისი 2019 09:52
2
გიორგის მაგრად უყვარს სამშობლო ,თავიდან ბოლომდე ქართველია,ასე წარიმართა მისი ცხოვრება და რა მისი ბრალია, თუ იქ არის სადაც არის ,არც ახლა არის, ადვილი არჩევანის წინაშე,მან ადგილი უნდა დაიმკვიდროს დინამო კიევში ,ეს მისი კარიერისთვის და მისი ოჯახის მომავლისათვის უნდა გააკეთოს,ამ დროს მასზე მეტად არავის უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში ,მაგრამ ამის თქმამაც კი შეილება პრობლემები შეუქმნას,მარტივად არ არის საქმე ხალხო,ერთ რამეს გთხოვთ ყველას უსამართლობას ნუ ჩაიდენთ და უსაფუძვლოდ ნუ აკრიტიკებთ როდესაც არ იცით მთელი სურათი , გთხოვთ, რომ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა ვუქომაგოთ ჩვენს პატარა ქართველ ლომს ,ამით თუ დავეხმარებით მას და სხვა ვერაფრით , დანარჩენი გამოჩნდება ,თუ მას მცირედი შანსი მიეცემა ის სხვა ჩვენს უნიჭიერეს ბიჭებთან ერთად არაერთგზის გაგვახარებს ,იმედი მაქვს ჩვენს პატარა, მაგრამ დიდი გულის მქონე სამშობლოს, დიდ სახელს მოუხვეჭენ ,ყველა ქართველ სპორტსმენებს წარმატებას ვუსურვებ, თქვენთან არის მთელი სამშობლო.
paladin
19 ივნისი 2019 09:48
1
მე არსად მინახავს,რომ ეს ეთქვას.ძალიან მინდა საქაღტველოს ნაკრებში ითამაშოს,მაგრამ სადაც უნდა წავიდეს,და რაც უნდა გადაწყვიტოს,მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები.თუ საქართველოს პატრიოტი არ არის,ეს მისი ოჯახის ბრალია და არა მისი.ისიც მძიმე მდგომარეობაშია და მისი მესმის.
სოსო
19 ივნისი 2019 20:09
0
ვუქომაგწებ სანამ ქართველად აღვიქვამ! თუ ჯიქიას გზას დაადგება ბოდიში!
gio
19 ივნისი 2019 10:12
1
4 კარგი ტექნიკის და ახალგაზრდა ფეხბურთელი ეყოლება ნაკრებს წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და ყაზაიშვილი... მოედნის კარგი ხედვა აქვს წიტაიშვილს კარგი ტექნიკა და სისწრაფე რაც მთავარია... ჩვენი ნაკრებისთვის ბრწყინვალე ფეხბურთელია.
mitro
19 ივნისი 2019 09:45
0
რა უნდა საქართველოში ამ ნიჭიერ მოთამაშეს. იყოს სადაცაა და გაერიდოს ამ უაზრო და უპერსპექტივო ქართულ ფეხბურთს.
გიორგი
19 ივნისი 2019 08:06
10
ქეცბაია კარგად იცნობს გიორგის მამას. ქეცბაიამ უნდა დაურეკოს და აუხსნას კარგად, რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში. გიორგის მამა, კლიმენტი წიტაიშვილი, იყო თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში", რომელმაც 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
ქ. გ.
19 ივნისი 2019 05:46
1
ქეცბაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აი ვინმეს ასახსნელი რო გახდება რატომ უნდა იყო შენ ხალხთან, მანდ მათავრდება ყველაფერი, სულ რომ მესი იყოს არ მჭირდება უკვე.
Semi
19 ივნისი 2019 08:48
4
მაშინ გამოიძახონ, ჩამოიყვანონ და ათამაშონ, ერთი ტაიმი მაინც. ჩვენ ამ ჯგუფიდან გამსვლელები მაინც არა ვართ და ზუსტად ეხლაა საჭირო ამ ბიჭის გამოძახება. თავსაც თუ წარმოაჩენს ხომ მთლად უკეთესი.
emigranti
19 ივნისი 2019 01:35
7
პრაფესორ არაა საქართველოს მოქალაქე და როგორ გამოიზახებენ ყველა პროფესორია ამ ქვეყანაში
დათო
19 ივნისი 2019 09:43
1
ათასჯერ გამოიძახეს მაგრამ ჩამოვიდა?
Semi
19 ივნისი 2019 08:55
5
გიბრალტართან და ფარერებთან სათამაშოდ მოვიდეს აქ?
?!
18 ივნისი 2019 23:19
29
didebis erovnulshi msoplio chempioni verc ukrainashi gaxdeba da verc ak da modi dzmao barem ak:))))))))
!!!!!!!
18 ივნისი 2019 22:46
2

სიახლეები პოპულარული