უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებმა ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნამატჩევს კი კომენტარი გოლის ავტორმა, 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გააკეთა.
"მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და არ სჯეროდა. ეს მთელმა გუნდმა დაიმსახურა. ჩვენ უკრაინისთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის ისტორია დავწერეთ.
მადლობა ზღაპრისთვის, უკრაინა. მხარდაჭერისთვის ყველას გეხვევით", - წერს წიტაიშვილი "ინსტაგრამზე".