გიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრებში მიწვევენ, მაგრამ პასპორტის გამოცვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინული პასპორტის ქართულით შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ "ფუტბოლისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:

"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნით, რადგან შეუძლიათ რაც უნდათ, ის დაწერონ და გადაწერონ. პირველ რიგში, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის "დინამოში" მოვედი, არ შეიძლებოდა გუნდში უცხოელი ყოფილიყავი. საფეხბურთო სკოლაში უცხოელებს არ იღებენ.

11 წლის ვიყავი და ამიხსნეს, რომ თუ "დინამოში" მინდოდა მოხვედრა, აუცილებლად უნდა ამეღო უკრაინული პასპორტი. დედის მხრიდან
უკრაინაში ნათესავები გვყავს. იმისათვის, რათა "დინამოში" მეთამაშა, მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით.

პირველივე შეკრებიდან უკრაინის ნაკრებში ვიყავი. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი.

ახლა აქტიურად მიხმობენ საქართველოს ნაკრებში. პირველ ნაკრებში. თუმცა, მე უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის გამოცვლას მთხოვენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და ახლო მომავალში პასპორტის გამოცვლა აზრადაც არ მომივა.

ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს. თუმცა, ასევე უკრაინელად ვგრძნობ თავს. მთელი გარდამავალი და შეგნებული ასაკი კიევში გავატარე. უკრაინა ჩემთვის უკვე მშობლიური სახლია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, არ ვიცი ქუჩების დასახელება და სად წავიდე, უკრაინაში კი ყველაფერი ვიცი.

ვინ ვარ წარმოშობით - მეგრელი, ოსი თუ კახელი? მეგრელი.

ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად უკრაინელი. როდესაც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე მისვამენ კითხვას, ჩიხში მამწყვდევენ, რადგან არ ვიცი, რა ვუპასუხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც ნაწყენი რჩება.

ქართველები ითხოვენ, რომ მათთან ვითამაშო და რაღაცაში მართლები არიან. ტყვიის ჯერის ქვეშ ვხვდები. მე ჩემებურად ვპასუხობ, ხალხი კი თავისებურად იგებს. გავიმეორებ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და უკრაინის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
არავინ არ გეხვეწება მარა მერე არ დაიწყო პატრიოტობა უკრაინის ნაკრებში რო არ მიგიწვევენ.
ave
21 ივნისი 2019 21:55
1
მოგწონს მერე შენი საქციელი?
Semi
21 ივნისი 2019 21:29
6
ნუთუ ასეთუ რთული მისახვედრია დიპლომატიური ნამიოკები? ეხლა
რომ თქვას საქართველოს ნაკრებში მინდა თამაშიო, აღარავინ გააკარებს დინამოს პირველ შემადგენლონას. ვინმე უკრაინელს
მისცემენ შანსს. არც მწვადს წვავს და არც შამფფურს. ამბობს ჯერ არ გადამიწყვეტიაო. ფაქტია რომ ქართულ აზრსაც უფრთხილდე ა და არ ამბობს, საქართველოს ნაკრები გამორიცხულია, მე უკრაინაში მინდა თამაშიო. ჯერ არ ვფიქრობ საქართველოზეო. რომ
არ უნდოდეს აქ ჩამოსვლა, არ გაუჭირდებოდა ცალსახად თქმა, უკრაინაში ვოცნებონ ვითამაშოო.

რატომ ვართ ყბელაფერში ასეთი ემოციურად დაუსრულებლები, რატომ არ შეგვიძლია ხაზებს შორის აზრის წაკითხვა. რატომ
არ გვინდა ხოლმე
გავიგოთ რომ კაცო როცა რაღაცას “სხვანაირად” ამბონს, შესაძლოა იმ მომწნტში საქმეს ჭირდება ასე. ძალიან მარტივად რატომ ვუყურებთ ყველაფერს... ჩვენ ვიცით რისი გადატანა და რისი გათვალისწინება უწევს ამ ბიჭს რომ დინამოში დატოვომ და ზრდის საშუალება მისცენ, უკვე სისტემასთან დაჯახებას და უკრაინული ფეხბურთის მესვეურების გადაკიდებას რომ
ვთხოვთ? არის ეგრე მყარად ფეხზე უკვე რომ
მაგდენი გაბედოს? თუ თქვენ დაუდგებით გვერდზე?

კაცმა გასაგებად თქვა, ჯერ ასეა და მერე ვნახოთო. ანუ მაცადეთ ჯერ გამოვიყენო საჩემოდ დინამოში ყოფნა, მოვძლიერდე რომ
ჩემი სიტყვა თამამად მეთქმოდესო...
რას ერჩით კაცს - ჯერ არ ვაპირებო
22 ივნისი 2019 03:54
3
ხო მარა, ამ (ტაქტიკურ) ლოდინში გამოიძახებენ მთავარ ნაკრებში და ეგაა. ვეღარ იტამასებს ჩვენგან.
ისე კი ეგ განცხადება პირიქითაც შეიძლება იყო აღქმული, ანუ ჩვენს დასაშოშმინებლად გაკეთებული. :)
ლადო
22 ივნისი 2019 09:46
2
ეგ რა გამართლებაა, ჯვარი ხო არ აქვს დაწერილი ამ კიევის დინამოზე, ბეშიქთაში იწვევსო როგორც გავიგე, და სხვა ძლიერი კლუბებიც უპრობლემოდ აიყვანდნენ იმიტორო მართლა კარგი ფეხბურთელია ძალიან ცუდი აზროვნებით
ultranationalist
22 ივნისი 2019 08:02
6
ამას მართლაც რაღას ერჩით ....მამისი არ ვარგებულა არც კაცად თავის ოჯახში და ქართველად საიდან ივარგებს ან ეს ან მისი ნაშიერი ....ასე რომ შეეშვით ....მაგისგან არც ფეხბურთელი და არც კაცი არ გამოვს ...კი კარგი გუნდი იყო ოდესღაც კიევის დინამო მაგრამ არც ბარსა არის არც იუვე და არც მანჩესტერი...და ეგრე გაიძახის თითქოს საფლავში მიყვება ...და თან იქ თამაში დღევანდელ დღეს რაღაც მიღწევა გონია ....თან ამდენი ყურადღებიდან თავში აქვს უკვე ავარდნილი ...2-3 წლის შემდეგ არავის ემხსოვრება ...!!! მაგალითები უამრავი გვაქვს მაგაზე ძლიერები დაკარგულან 2-3 ლიგებში ...
Auee
21 ივნისი 2019 23:01
9
ამ საწყალისათვის ისიც არ უსწავლებიათ, რომ კახელი და მეგრელი ეროვნება არ არის, ისინი ქართველები არიან. ამისთვის მშობლებს რაფიელ ერისთავი რომ ესწავლებინათ, ეცოდინებოდა, რომ
"არ გვცვლი სალსა კლდეებსა,უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,
სამშობლო, როგორც უ ფ ა ლ ი, ერთია ქვეყანაზედა."
ზესტა
21 ივნისი 2019 22:53
9
She kargo adamiano ambobs qartvelivaro da raserchi. Kutxeebis pontshi ekitxeba da ara erovnebis ambavshi. Yvelafers cudi kutxit nu vuyurebt. Warmatebi am patara bijis.
Levan
22 ივნისი 2019 05:49
0
ამ საწყალისათვის ისიც არ უსწავლებიათ, რომ კახელი და მეგრელი ეროვნება არ არის, ისინი ქართველები არიან. ამისთვის მშობლებს რაფიელ ერისთავი რომ ესწავლებინათ, ეცოდინებოდა, რომ
"არ გვცვლი სალსა კლდეებსა,უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,
სამშობლო, როგორც უ ფ ა ლ ი, ერთია ქვეყანაზედა."
ზესტა
21 ივნისი 2019 22:52
4
ადრე თქვა რომ ქართველი ვარო და საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობო. მაგრამ ეგ რომ თქვა ხახოლებისგან ძალიან უარყოფითი რეაქციები და პრეტენზიები მოყვა. გახსოვდეთ ლევან ფოცხვერია რომელსაც უკრაინელებმა საქართველოსთვის თამაშის გამო კარიერა დაუნგრიეს. მოკლედ ფრთხილად არის ეგ ბიჭი და იქნება როგორმე გააძღოს ეგ ღორები სანამ უკრაინას თავს დააღწევს. თან თუ დედა ყოლია უკრაინელი და თან იქ გაიზარდა მაშინ ვალი გვქონია მაგათი და იხდის. ჟურნალისტები კი პროვოკატორები ხართ როგორც ყოველთვის, იმენა შავი პიარის აგორებაზე მუშაობთ თანაც ქართველი კაცის საწინააღმდეგოდ.
Zviadi
22 ივნისი 2019 03:03
8
ითამაშე იქ სადაც შენ ჩათვლი საჭიროდ,მართალი ხარ შენ ძამიკო, თავს და კარიერას მიხედე....ჩვენ ის ხალხი ვართ მესხით და მეტრეველით, რომ ვამაყობთ და ორივეს ძალიან ცუდად მოვექეცით..ქეცბაიაზე და ცხადაძეზე არაფერს ვამბობ...ასე რომ მაღთალი ხარ გიორგი საკუთარ თავს და კარიერას უნდა მიხედო და მესხის და მეტრეველის დონის რომ გახდები ჩვენებიც გაღიარებენ..ეს ჩვენი ბუნებაა
jaba
22 ივნისი 2019 11:10
10
მასე იყო გოგია, ვაჩიბერაძე და კიდევ არაერთი, რომლებიც არც იქ და არც აქ არავის ჭირდება დღეს.
:)
22 ივნისი 2019 12:18
2
რა გინდათ ამ ბიჭთან ამბობს ქართველივარო. კუთხეების ამბავში უპასუხა საიდანაც არი რა ტვინსუჭამენ. წარმატებები ვუსურვოთ და თუ განგებამ ინება ჩვენს ნაკრებში ითამაშებს.მიდი ძმაო მიაწექი...
levan
22 ივნისი 2019 11:44
3

სიახლეები პოპულარული