football.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში შესანიშნავი გოლი ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. football.ua-მ წიტაიშვილი შემდეგნაირად დაახასიათა:

"ამჟამინდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. დისკვალიფიკაციის გამო იტალიასთან ნახევარფინალი გამოტოვა, თუმცა ფინალში მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა. მას კიევის "დინამოს" პირველ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მათ შორის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" (0:1) 30 წუთი ითამაშა. 1/8-ფინალში "ჩელსისთან" განაცხადში მოხვდა, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ახალი თაობის ერთ-ერთი
ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

საინტერესო ფაქტი: დაიბადა ისრაელში, მაგრამ ქართული ფესვები აქვს. ეროვნული ნაკრების დონეზე მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ღირსების დაცვაზე ოცნებობს. მისი მამა, კლიმენტი წიტაიშვილი ყოფილი ქართველი ფეხბურთელია.

სატრანსფერო ფასი: 800 ათასი ევრო".

გავრცელებული ინფორმაციით, წიტაიშვილის სამსახურით "ბეშიქთაში" დაინტერესდა, თუმცა ის "დინამოს" დატოვებას არ აპირებს.

და კიდევ: მას სანაკრებო მომავალზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მოკლედ უპასუხა, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა, ჯერ ამაზე არ ფიქრობს, 8 წელია უკრაინაში ცხოვრობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აწი იოცნებოს და იყოს, მაინც აღარ დართავს უეფა ფა ფიფა ნებას ჩვენთან თამაშის, მეკარე, როა მახარაძე იმან ერთი თამაში ითამაშა უკრაინის ახალგაზრდულში და ახლა აღარ აძლევენ ჩვენ ნაკრებში თამაშის ნებას, ამას ვიღან მისცემს თან კიდე ოცნებობს არა კვახი.დდდ
დაა
15:51 19-06-2019
4
ჩემი აზრი ცამ ჩაყლაპა??? დრადდდადაააა კაიფოოობთ????! / ოკ მაშინ სამი სიტყვით შემოვიფარგლები.../ წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში!!!!
Vasili
10:00 19-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული