გიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრებში მიწვევენ, მაგრამ პასპორტის გამოცვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინული პასპორტის ქართულით შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალ "ფუტბოლისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:

"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნით, რადგან შეუძლიათ რაც უნდათ, ის დაწერონ და გადაწერონ. პირველ რიგში, რატომ გავხდი უკრაინელი? არავინ იცის, რომ როდესაც კიევის "დინამოში" მოვედი, არ შეიძლებოდა გუნდში უცხოელი ყოფილიყავი. საფეხბურთო სკოლაში უცხოელებს არ იღებენ.

11 წლის ვიყავი და ამიხსნეს, რომ თუ "დინამოში" მინდოდა მოხვედრა, აუცილებლად უნდა ამეღო უკრაინული პასპორტი. დედის მხრიდან
უკრაინაში ნათესავები გვყავს. იმისათვის, რათა "დინამოში" მეთამაშა, მე და დედამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვით.

პირველივე შეკრებიდან უკრაინის ნაკრებში ვიყავი. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი.

ახლა აქტიურად მიხმობენ საქართველოს ნაკრებში. პირველ ნაკრებში. თუმცა, მე უკრაინული პასპორტი მაქვს. ასე ვთქვათ, პასპორტის გამოცვლას მთხოვენ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ უკრაინელი ვარ და ახლო მომავალში პასპორტის გამოცვლა აზრადაც არ მომივა.

ჩემი სამშობლო საქართველოა! ქართული სისხლი მაქვს. თუმცა, ასევე უკრაინელად ვგრძნობ თავს. მთელი გარდამავალი და შეგნებული ასაკი კიევში გავატარე. უკრაინა ჩემთვის უკვე მშობლიური სახლია. როდესაც საქართველოში ჩავდივარ, არ ვიცი ქუჩების დასახელება და სად წავიდე, უკრაინაში კი ყველაფერი ვიცი.

ვინ ვარ წარმოშობით - მეგრელი, ოსი თუ კახელი? მეგრელი.

ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად უკრაინელი. როდესაც საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებზე მისვამენ კითხვას, ჩიხში მამწყვდევენ, რადგან არ ვიცი, რა ვუპასუხო. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც ნაწყენი რჩება.

ქართველები ითხოვენ, რომ მათთან ვითამაშო და რაღაცაში მართლები არიან. ტყვიის ჯერის ქვეშ ვხვდები. მე ჩემებურად ვპასუხობ, ხალხი კი თავისებურად იგებს. გავიმეორებ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და უკრაინის ნაკრებში თამაშს ვაგრძელებ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ საწყალისათვის ისიც არ უსწავლებიათ, რომ კახელი და მეგრელი ეროვნება არ არის, ისინი ქართველები არიან. ამისთვის მშობლებს რაფიელ ერისთავი რომ ესწავლებინათ, ეცოდინებოდა, რომ
"არ გვცვლი სალსა კლდეებსა,უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,
სამშობლო, როგორც უ ფ ა ლ ი, ერთია ქვეყანაზედა."
ზესტა
21 ივნისი 2019 22:52
4
არავინ არ გეხვეწება მარა მერე არ დაიწყო პატრიოტობა უკრაინის ნაკრებში რო არ მიგიწვევენ.
ave
21 ივნისი 2019 21:55
1
მოგწონს მერე შენი საქციელი?
Semi
21 ივნისი 2019 21:29
6

სიახლეები პოპულარული