კოპა ამერიკა: სანჩესი მოიქოქა - ჩილე ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ივნისს კოპა ამერიკის C ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც ეკვადორი ჩილეს შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

თავდაპირველად ანგარიში მე-8 წუთზე ჩილემ ხოსე ფუანზალიდამ გახსნა, თუმცა 26-ე წუთზე ენერ ვალენსიამ პენალტით ანგარიში გაათანბრა.

გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გაიტანა, ეს მისი ზედიზედ მეორე გოლია ტურნირზე.

ამ გამარჯვებით ჩილე ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ეკვადორი 0 ქულით ბოლო მეოთხეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული