კოპა ამერიკა: ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის 2 დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

ჩილე ურუგვაისთან მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა, ხოლო იაპონიამ და ეკვადორმა ფრედ ითამაშეს - 1:1.

ჩილე და ურუგვაი ერთმანეთში ჯგუფის გამარჯვებულს არკვევდნენ, მე-4 ფინალში კი ორივე გუნდი გასული იყო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა 82-ე წუთზე. ამ მოგებით ურუგვაი პერუს შეხვდება, ხოლო ჩილე - კოლუმბიას.

25 ივნისი, ბრაზილია, რიო დე ჟანეირ, "მარაკანა"
ჩილე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ედინსონ კავანი (82)

ჩილე: არიასი, ხარა (კასტილიო, 90), მედელი (ლიჩნოვსკი, 55), ოპასო, მარიფანი, დიასი,
არანგისი, ერნანდესი, პულგარი, სანჩესი, ვარგასი (ფერნანდესი, 77)

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, ხიმენესი, გონსალესი, ლოდეირო (ნანდესი, 46), დე არასკაეტა (როდრიგესი, 76), ბენტანკური, ვალვერდე (კოატესი, 90+2), სუარესი, კავანი


რაც შეეხება მეორე მატჩს, ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ფრის შემთხვევაში ორივე ჯგუფში რჩებოდა. მატჩი "ავი ძაღლის" სცენარით წარიმართა და გუნდები ვერც თავად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, არც მეორეს აცადეს ჯგუფიდან გასვლა.

შეხვედრაში ანგარიში იაპონელთა 10-მა ნომერმა ნაკაჯიმამ გახსნა მე-15 წუთზე. 20 წუთში მენიამ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც ეს გახლდათ.

25 ივნისი, ბრაზილია, ბელუ ჰორიზონტე, "მინეირანი"
ეკვადორი - იაპონია 1:1
გოლები: 0:1 ნაკაჯიმა (15), 1:1 მენია (35)

ეკვადორი: დომინგესი, არბოლედა, ველასკო, რამირესი, მინა, გრუესო, ორეხუელა, მენდესი (პრესიადო, 46), მენია (ჩიკაისა, 74), ენერ ვალენსია, იბარა (ანტონიო ვალენსია, 83)

იაპონია: კავაშიმა, უ. უედა, იტაკურა (მაედა, 88), ტომიიასუ, სუგიოკა, შიბასაკი, ნაკაჯიმა, მიიოში (აბე, 82), კუბო, ოკაზაკი (ა. უედა, 66)


მეოთხედფინალურ ეტაპზე წყვილები ასე დაკომპლექტდა:

ბრაზილია-პარაგვაი
ვენესუელა-არგენტინა
კოლუმბია-ჩილე
ურუგვაი-პერუ

მეოთხედფინალები 28 და 29 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოლუმბია ჩილეთი შეცვალე და ეგ არი :)
giorgi
13:07 25-06-2019
0
სავარაუდოდ გავლენ ნახევარფინალში - ბრაზილია, არგენტინა, კოლუმბია და ურუგვაი.
მერაბი
11:52 25-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული