საკმაოდ უცნაური შემთხვევა მოხდა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ჩილე და ურუგვაი ხვდებოდნენ.
პირველი ტაიმის შუაში, როცა ურუგვაის ნაკრები უტევდა, ლუის სუარესის დარტყმული ჩილელთა მეკარე არიასმა მოიგერია, ხოლო ლუის სუარესმა, რატომღაც, პენალტის დანიშვნა მოითხოვა.
სიტუაციის დასასრული კი ის იყო, რომ მსაჯმა კუთხური დანიშნა და სუარესს პროტესტი აღარ გაუგრძელებია.