ჯერ ისევ ამსტერდამის "აიაქსის" მცველმა მატიას დე ლიხტმა აღიარა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თამაშით ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო.
"ცოტა ხნის წინ, ვახშმობისას მე და ჩემი მეგობრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში ეზოში თამაშის დროს ყოველთვის მინდოდა, კრიშტიანო რონალდო ვყოფილიყავი. ეს მაშინ იყო, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა. ჩემს პირველ საფეხბურთო მაისურსაც მისი გვარი ეწერა.
ის ვახშამი "იუვენტუსთან" თამაშის შემდეგ იყო, იმ შეხვედრაში ხომ რონალდოს წინააღმდეგ თამაში მომიწია. ამის დავიწყება შეუძლებელია", - გადმოსცემს ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს Voetbal International-ი.
წლევანდელ