კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: ბრაზილია არგენტინის მოლოდინშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ბრაზილიამ თერთმეტმეტრიანების სერიაში პარაგვაის სძლია.

მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ.

58-ე წუთზე მსაჯმა პარაგვაელთა კარში პენალტი დანიშნა და მცველ ბალბუენას ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი გააუქმა და ბალბუენა გააძევა. დარჩენილ დროში ბრაზილია შტურმზე გადავიდა. რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა: გაბრიელ ჟეზუსს გოლის გატანა მეკარე ფერნანდესმა არ დაანება, ედერსონისა და კოუტინიოს დარტყმული ბურთები ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო ვილიანმა ბურთი ძელს გაარტყა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

რეგლამენტის მიხედვით,
დამატებითი დროის გარეშე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც ტიტეს გუნდმა იმარჯვა.

ნახევარფინალში ბრაზილია არგენტინასა და ვენესუელას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუ-ალეგრი. "გრემიო"
ბრაზილია - პარაგვაი 0:0 (პენ. 4:3)
გაძევება: ბალბუენა (58)

ბრაზილია: ალისონი, ფილიპე ლუისი (ალექს სანდრო 46), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დანი ალვესი (პაკეტა 85), ალანი (ვილიანი 71), კოუტინიო, არტური, ფირმინო, გაბრიელ ჟეზუსი, ევერტონი

პარაგვაი: ფერნანდესი, ალონსო, ბალბუენა, პირისი, გომესი, ალმირონი, ორტისი, პერესი (როხასი 74), სანჩესი (ესკობარი 78), არსამენდია (ვალდესი 61), გონსალესი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრაზილიამ უნდა იოცნებოს, როგორმე ბედოვლათი არგენტინა გავიდეს, თორემ ეგენი ვერც კოლუმბიას, ვრც ჩილეს და მითუმეტეს ურუგვაის ვერ მოუგებენ.დ
Nnn
28 ივნისი 2019 08:48
3
ნნნ-ს შენ უკბინე არგენტინას!
diego
28 ივნისი 2019 18:25
0
NNN დაიძინე რა. ეტყობა არ უყურებ ფეხბურთს,რაებს ბოდავ
dato
28 ივნისი 2019 11:01
4
რა ვერ გაიგე თუ კაცი ხარ, არგენტინა ვენესუელაში, ბრაზილიამ უნდა უგულშემატკივროს არგენტინას, რადგან მოუგებს, ვენესუელას კი ჯგუფში ვერ მოუგო და ახლა რა გარანტია აქ, რომ მოუგებს, მერე კი ფინალში ჩემი აზრით ბრაზილია, რომელიც არ უნდა გავიდეს ურუგვაი, ჩილე ან კოლუმბია ვერცერთს ვერ მოუგებს. შეიძლება არ დამეთანხმო მარა გაუგებარი რაა? ისე მინდა გითხრა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ვუყურბ ფეხბურთს და რაღაცეები გამეგება, თან ტელეფონით ვწერ კომენტარებს და შეიძლება რაღაც გამართულად ვერ დავწერე, მარა ეს არ გაძლევს შეურაცყოფის მოყენების უფლებას.
Nnn
28 ივნისი 2019 14:34
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული