ბინძურად თამაშობდნენ - ლიონელ მესის რეაქცია ბრაზილიასთან წაგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესის ბრაზილიასთან (0:2) კოპა ამერიკის ანხევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

მესიმ TyC sports-სთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"მე მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ვეცადეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ძელსა და ხარიხას მოვარტყით ბურთი. ბრაზილიელები არაფრით გვჯობდნენ, ბინძურ ჯარიმებს იღებდნენ, ერთ შემთხვევაში საჯარიმოში ხელით თამაშიც იყო. თუმცა, მსაჯებმა ერთხელაც არ გამოიყენეს VAR-ის სისტემა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".

სამწუხაროდ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კიდევ ვერ მოახერხა სანაკრებო ტიტულის მოპოვება, ხოლო გამარჯვებული ბრაზილი კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია. მეორე ფინალისტი 4
ივლისს გაირკვევა ჩილესა და პერუს დაპირისპირებაში. ხოლო არგენტინა, 6 ივლისს მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების ნახევარფინალში მასპინძელმა ბრაზილიამ არგენტინა გაბრიელ ჟეზუშისა და რობერტო ფირმინოს გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამან ხომ შეგვიკიკინა მარადონათი. ვსიო შენს მარადონას ნაფტალინი აყრია და დაასვენე სადაც არის.
6
არა მგონია ხელით თამაში ყოფილიყო, მწვრთნელის დარიგება იქნებოდა მესი თუ სიჩქარეს აკრებდა ჯარიმების მიღება რამაც გაამართლა, აბა ისე როგორ გინდა გააჩერო ესეთი ფეხბურთელი?? ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და მათ მართავს ჭკვიანი მწვრთნელი, არგენტინის ნაკრები როგორც გუნდი არაორგანიზებული იყო, პლუს სუსტი მწვრთნელით, ასე რომ შედეგი ლოგიკურია. მარტომ მოუგო ბრაზილიის ნაკრებს ბრაზილიაში ურთულესი ამბავია! მესი ყოვლისშემძლეც არ არის რა კიდევ და ზედმეტ მოთხოვნებს ნუ ვუყენებთ!! ითამაშა თავისი შესაძლებლობების მინიმუმით რაშიც დამნაშავე ბრაზილიის ნაკრებია და არა თვითონ!
zaza
15:35 03-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული