ბინძურად თამაშობდნენ - ლიონელ მესის რეაქცია ბრაზილიასთან წაგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესის ბრაზილიასთან (0:2) კოპა ამერიკის ანხევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

მესიმ TyC sports-სთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"მე მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ვეცადეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ძელსა და ხარიხას მოვარტყით ბურთი. ბრაზილიელები არაფრით გვჯობდნენ, ბინძურ ჯარიმებს იღებდნენ, ერთ შემთხვევაში საჯარიმოში ხელით თამაშიც იყო. თუმცა, მსაჯებმა ერთხელაც არ გამოიყენეს VAR-ის სისტემა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".

სამწუხაროდ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კიდევ ვერ მოახერხა სანაკრებო ტიტულის მოპოვება, ხოლო გამარჯვებული ბრაზილი კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია. მეორე ფინალისტი 4
ივლისს გაირკვევა ჩილესა და პერუს დაპირისპირებაში. ხოლო არგენტინა, 6 ივლისს მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების ნახევარფინალში მასპინძელმა ბრაზილიამ არგენტინა გაბრიელ ჟეზუშისა და რობერტო ფირმინოს გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზღაპრების მოყოლას ფეხბურთი გეთამაშა.5 ყვითელი ბარათი მიიღო არგენტინამ და 2 ბრაზილიამ. და არანაირი პენალტი არ იყო. სირცხვილია ამ დონის ფეხბურთელი უაზრო და უსაფუძვლო კომენტარებს რომ აკეთებს. არ იფიქროთ ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყო.ჩემი გუნდი გერმანიაა (საქართველოს შემდეგ)
ZAZA
11:32 03-07-2019
17
არ გეკადრება რიჟა ბაზარი.
მახო
10:54 03-07-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული