ამ მიზნით ჩამოვწიე ფირმინო - ბრაზილიიის ნაკრების მწვრთნელმა მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოპა ამერიკაზე არგენტინასთან მოებული ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესისაც შეეხო.

"არგენტინასთან მოგება ფინალზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს შესანიშნავი მატჩი იყო ორ გუნდს შორის, რომელსაც შთამბეჭდავი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მესი კი უცხოპლანეტელია, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.

მესის ნეიტრალიზაცია და მისი ეფექტიანობის შემცირება თამაშის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის გარეშე არავის შეუძლია. ამ მიზნით ჩამოვწიე ფირმინო ცენტრთან ახლოს და სხვა შეხვედრებთან შედარებით ბურთსაც ნაკლებად ვფლობდით", - გადმოსცემს ტიტეს სიტყვებს TNT Sports.

არგენტინის დამარცხებით ბრაზილია კოპა ამერიკის ფინალში ითამაშებს
პერუს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა, 7 ივლისს მარაკანაზე გაიმართება. მატჩი შუა ღამით, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altსენსაცია - პერუს ნაკრებმა ურუგვაის ჩილეც ზედ მიაყოლა და ბრაზილიასთან რევანში სწყურია! [VIDEO]

altრატომ არ დანიშნა მსაჯმა ბრაზილიელთა კარში 2 პენალტი? - არგენტინელები არბიტრების აუდიო ჩანაწერებს ითხოვენ

altკორუმპირებული ჩინოვნიკები - მიზეზი რის გამოც არგენტინულ ფეხბურთს უჭირს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული