მსაჯმა მესი გააძევა, ჩილეს საკამათო პენალტი დაუნიშნა, არგენტინამ კი მაინც გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივლისს, კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინის ნაკრებმა ჩილეს 2:1 სძლია.

შეხვედრის მთავარი პერსონაჟი და გმირი პარაგვაელი მსაჯი მარიო დიას დე ვივარი გახლდათ.

მე-17 წუთზე ლა როხას თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ალბისელესტე სერხიო აგუეროსა და პაულუ დიბალას გოლებით 22-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა, 37-ე წუთზე კი გარი მედელი ლეო მესის ორჯერ მიზანმიმართულად შეეჯახა, არბიტრმა მტყუან-მართალი არ გაარჩია, "პიტბულის" პროვოკაციული საქციელი არ გაითვალისწინა და ორივე გააძევა.

მესი ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას მეორედ გააძევეს - პირველად 2005 წელს სადებიუტო შეხვედრაში
უნგრეთთან.

59-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსომ ჩარლეს არანგისი საჯარიმოს ხაზზე მოცელა და მსაჯმა საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ვიდალმა გამოიყენა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და არგენტინამ გაიმარჯვა.

სან პაულუ. "კორინთიანსი"
არგენტინა - ჩილე 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59, პენ)
გაძევება: მედელი (37), მესი (37)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო, პაცელა, ფოიტი, პარედესი, დე პაული, ლო ჩელსო (ფუნეს მორი 90), აგუერო (სუარესი 81), დიბალა (დი მარია 67), მესი

ჩილე: არიასი, ისლა, დიასი, ხარა (მარიპანი 50), ბოსეჟური, ვიდალი, არანგისი (კასტილიო 83), სანჩესი (ფერნანდესი 17), პულგარი, ვარგასი, მედელი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული