სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს

AutoSharing Option
კოპა ამერიკაზე ჩილესთან მესამე ადგილისთვის მატჩში (2:1) არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი და მეტოქე გუნდის ნახევარმცველი გარი მედელი შეხლა-შემოხლისთვის გააძევეს, ლიონელი კი პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ გავიდა და კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) კორუფციაში დაადანაშაულა.

"მე მედლის მისაღებად არ გავედი, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ კორუფციისა და უპატივცემულობის ნაწილი. ჩვენ მეტს ვიმსახურებთ, მაგრამ ფინალში გასვლის უფლება არ მოგვცეს.

კორუფციამ და მსაჯებმა გულშემატკივრებს ფეხბურთით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცეს. ფეხბურთი დანგრეულია. სიმართლის თქმაა საჭირო.

ტურნირს ბრაზილია მოიგებს? ეს საეჭვო არ არის.
სამწუხაროდ, აქ ყველაფერი ბრაზილიის ხელშესაწყობადაა მოწყობილი. მსაჯები ყველა იდიოტურ გადაწყვეტილებას ბრაზილიის სასარგებლოდ იღებენ. იქნებ კონმებოლმა რაიმე მოიმოქმედოს, თუმცა არა, ბრაზილიას ამ ორგანიზაციაში ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს.

იმედია, მსაჯები და ვიდეოგამეორება ხელს ვერ შეუშლის და პერუ მასპინძლებს ბრძოლას გაუმართავს, ამ გუნდს ეს შეუძლია. თუმცა, ვხედავ, ამის გაკეთება რთული იქნება.

გაძევება? მსაჯს შეეძლო ორივესთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. ეს საკმარისი იქნებოდა. მთავარია, გუნდმა კარგად დაასრულა ტურნირი. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბოლომდე ვერ ვითამაშე, მთლინობაში კი მშვიდად გახლავართ. ტურნირს თავაწეულნი ვტოვებთ, გუნდით ვამაყობ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა. ბოლოს ჩვენ სკალონისთან ერთად ჩვენს თამაშს მივაგენით", - განაცხადა მესიმ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მსაჯს ეტყობოდა მესი ისე არ ევასებოდა ,როგორც მე პუტინი და შანსი ხელიდან არ გაუშვა რომ როგორღაც დაესაჯა...საერთოდ ასეთი ცუდი მსაჯობა მაშინ როცა ვარიც არსებობს ბევ კითხვისნიშანს აჩენს,მე მესის გულშემატკივარი არა ვარ,მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა უნდა დავეთანხმო მას
aslan
10:15 07-07-2019
1
წითელი ბარათიც და ყვითელი ბარათიც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია მერე რა რო გააგდეს ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
ფენომენო
10:44 07-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული