გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს, კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა პერუს 3:1 სძლია და მეცხრედ მოიგო ტურნირი.

ბრაზილიამ პერუ ჯგუფურ ეტაპზე 5:0 გაანადგურა, მაგრამ ამის შემდეგ რიკარდო გარეკას გუნდმა კარგად ითამაშა და ფინალში გავიდა. საერთოდაც, პერუ ძალიან ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მით უმეტეს თუ ანგარიში გახსნა, როგორც ეს ჩილესთან ნახევარფინალში მოხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მე-15 წუთზე ევერტონის გოლით წინ გაიჭრნენ. მან ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ამას გარდა, ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

არ შედრკენ პერუელები და 44-ე წუთზე ხოსე
გერერომ საკამათო თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა და სელესაომ ტურნირზე პირველი გოლი გაუშვა. თუმცა, ვიდრე მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, გაბრიელ ჟეზუსმა დაამწუხრა გალესე.

მეორე ტაიმში ბრაზილია ისევ უტევდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი გაბრიელ ჟეზუსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლულნი დარჩნენ. მოკლედ, იმდენი იძახა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ, ამ ტურნირზე ყველაფერი ბრაზილიის მოსაგებადაა მოწყობილიო, სანამ პირიქით არ მოხდა.

ტიტეს უკვე შეცვლილი ჰყავდა ფირმინო და კოუტინიო და სელესაო მთავარი შემტევების გარეშე დარჩა.

88-ე წუთზე კი პერუელთა მცველმა სამბრანომ საჯარიმოში ევერტონი წააქცია (არადა, ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა), პენალტი შეცვლაზე შესულმა რიშარილსონმა გამოიყენა და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მოკლედ, გაიმარჯვა იმან, ვისაც ობიექტურად უნდა გაემარჯვა.

ალისონმა კარი მშრალად 889 წუთის მანძილზე შეინახა, ერთადერთი გოლი თერტმეტმეტრიანიდან გაუშვა და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელად დანი ალვეში აღიარეს, ხოლო ბომბარდირები ევერტონი და გერერო გახდნენ.

კოპა ამერიკა ბრაზილიას უკანასკნელად 12 წლის წინ ჰქონდა მოგებული და ხუთივე საშინაო ტურნირზე იმარჯვა.

კოპა ამერიკა ბრაზილიაზე მეტჯერ ურუგვაის (15) და არგენტინას (14) აქვთ მოგებული.

რიო-დე-ჟანეირო. "მარაკანა"
ბრაზილია - პერუ 3:1
გოლები: 1:0 ევერტონი (15), 1:1 გერერო (44, პენ), 2:1გაბრიელ ჟეზუსი (45+3), 3:1 რიშარილსონი (90, პენ)
გაძევება: გაბრიელ ჟეზუსი (70)

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალეკს სანდრო, არტური, კაზემირო, ევერტონი (ალანი 90+3), კოუტინიო (მილიტაო 77), გაბრიელ ჟეზუსი, ფირმინო (რიშარილსონი 75)

პერუ: გალესე, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო, ტაპია (გონსალესი 82), იოტუნი (რუიდიასი 78), კარილიო (პოლო 86), კუევა, ფლორესი, გერერო

მკითხველის კომენტარები / 5 /
წინ ბრაზილია, ნეიმართან ერთად.
ზიკო
13:08 08-07-2019
1
წინ ბრაზილია, რათქმაუნდა ნეიმართან ერთად კიდე უფრო მოუმატებენ!!!!
ზიკო
13:06 08-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული