
კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა 3:1 სძლია პერუს და მეცხრედ მოიგო ტურნირი.
სელესაოს 36 წლის მცველი დანი ალვეში ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 ტურნირი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ალვეში ნაკრებთან ერთად ორ-ორჯერ გახდა კოპა ამერიკასა და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული.
მან "ბარსელონაში" ექვსჯერ მოიგო ლა ლიგა, ორჯერ პსჟ-ში ლიგა 1 და ერთხელ "იუვენტუსში" სერია A.
ალვეშმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ უეფას თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა).