ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: მესიმ საკუთარი სიდიადე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ტიტემ კომენტარი გააკეთა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესის განცხადებაზე.

მესიმ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კონფედერაციაში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა.

"მან, ვისაც ექსტრაორდინალურად და უცხოპლანეტელად ვთვლიდი, უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.

აუცილებელია მარცხის ვაჟკაცურად მიღება. ყველა ფრთხილად უნდა იყოს საკუთარ სიტყვებთან. მან, საკუთარი სიდიადე კითხის ქვეშ დააყენა. ჩვენ არგენტინის წინააღმდეგ სამართლიანად ვითამაშეთ", - გადმოსცემს ტიტეს სიტყვებს ESPN.

ბრაზილიამ კოპა ამერიკას ნახევარფინალში არგენტინა დაამარცხა (2:0). მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო და მესი მსაჯების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

არგენტინელთა კაპიტანმა
ბრინჯაოს მედალზეც უარი თქვა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფეერაციაში კორუფციაა და მასში არგენტინა მონაწილეობას არ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი და სიდიადე შეუსაბამო თემებია.ბუნებით უმეგობრო, შანტაჟისტი დიადი ვერასოდეს იქნება.თავისი გაუმაძღრობით ბარსენოლა გააკოტრა,ხოლო არგენტინელ ხალხს რამდენჯერმე დაემუქრა ნაკრებს დავტოვებო.ამიტომაც მშობლიური ხალხი მას კაცად არცა თვლის.სულ სხვაა მარადონა რომელსაც ნარკომანობამაც არ შეუშალა ხელი სამარადისოდ დიადი დარჩენილიყო
მხოლოდ კაცების გასაგონად
20:57 26-12-2020
1
საწყალი რონალდო,რამდენი შავი დღეები აქ გადატანილი და ხმა არ ამოუღია..იომა და მაინც გახდა საუკეთესო.როცა მესის 5 ოქროს ბურთი ქონდა,რონალდოს მხოლოდ ერთი...დღეს რონალდოსაც 5 აქ და მეექვსე იმენა მოდრიჩს სეტენეს თორე ეგეც მაგისი იყო!
angel
15:42 08-07-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული