ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესის მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) კორუფციაში დაადანაშაულა.
"ეჭვგარეშეა, 2019 წლის კოპა ამერიკა იმისათვის მოამზადეს, რომ ჩემპიონი ბრაზილია გამხდარიყო. CONMEBOL ფეხბურთს კლავს, რის გამო აპირებენ ისინი ლიონელ მესის დასჯას?
ჩვენ ხომ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ?! ფეხბურთელები უნდა გერთიანდნენ და CONMEBOL-ს ბოიკოტი გამოუცხადონ" - გადმოსცემს ჩილავერტის სიტყვებს FOX Sports.
ლიონელ მესიმ სამხრეთამერიკულ ფეხურთში არსებულ კორუციაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიასთან კოპა ამერიკას ნახევარფინალში წააგო (0:2).