კოპა ამერიკაზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მატჩის (2:0) მსაჯმა როდი სამბრანო ოლმედომ ალბისელესტეს კაპიტნის ლეო მესის კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ ორი პენალტი არ დაუნიშნეს.
"VAR-მა ოტამენდის ეპიზოდი შეაფასა და გადაწყვიტა, რომ 50 50-ზე იყო. მათ მომენტის ვიდეოგამეორებაზე ნახვა შემომთავაზეს.
მესის ნათქვამი? სრულად თამაშშია ჩართული და მასთან პრობლემა არასოდეს არ მქონია. ნამატჩევს მისმა ნათქვამმა გამაკვირვა, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს.
თამაშზე კონტროლი არ დამიკარგავს. არ ვიცი, როგორ შეაფასებენ ჩემს მუშაობას, მაგრამ ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ", - განუცხადა სამბრანომ
Radio Super K-800-ის.
თამაშზე კონტროლი არ დამიკარგავს. არ ვიცი, როგორ შეაფასებენ ჩემს მუშაობას, მაგრამ ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ", - განუცხადა სამბრანომ