გუნდებს რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლენის გამო ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ

AutoSharing Option
ფიფა დისციპლინარულ კოდექსში ცვლილებებს შეიტანს, სადაც მსაჯების უფლებამოსილება იქნება გაზრდილი.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მოითხოვა, რომ რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლენს შემთხვევაში, როგორც ფეხბურთელის, ასევე ფანების მხრიდან დასჯილი იყოს.

ახალი წესების შემუშავებაში 6 საფეხბურთო კონფედერაცია მონაწილეობდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მსაჯს ექნება უფლება გუნდს, რომელმაც რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლენას ნებადართო, ტექნიკური წაგება ჩაუთვალოს.

სასჯელი 3-ეტაპიანი იქნება - პირველ ჯერ მსაჯმა საჯაროდ უნდა მოითხოვოს წესის დარღვევის შეჩერება, მეორე ჯერზე მას შეუძლია თამაში შეაჩეროს და გააფრთხილოს მსგავსი საქციელისთვის. თუ პირველი ორი ზომა არ იმოქმედებს და
ინციდენტი გაგრძელდება, მაშინ მსაჯს უფლება აქვს შეაჩეროს მატჩი და გუნდს ტექნიკური წაგება ჩაუთვალოს.

რასიზმის გამო დამატებითი სასჯელიც იქნება - მინიმალური ბანი 5-დან 10 მატჩამდე გაიზრდება, ხოლო ფანების  მხრიდან დისკრიმინაციის გამო კლუბი სერზიოულ სასჯელს მიიღბეს - სტადიონის დისკვალიფიკაციას და 18 ათასი ევროს ჯარიმას.

ახალი კოდექსი ფიფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებსა და ტურნირებში იმოქმედებს და პირველად ძალაში მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩებში შევა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული