მაქსი ლოპესი: ვანდა ნარა შვილების ნახვის საშუალებას არ მაძლევს

AutoSharing Option
"ვასკო და გამას" თავდამსხმელი მაქსი ლოპესი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე ვანდა ნარა შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევს. 2013 წელს მაქსი ვანდამ მიატოვა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს და ცოლად მის მეგობარს, მაურო იკარდის გაჰყვა.

"ისინი ბავშვების ნახვის საშუალებას არ მაძლევენ, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვნახე და ეს მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც არასოდეს არ შესრულებულა.

ხშირად ვურეკავ ვანდას, მაგრამ რის გამჟღავნებაც არ შეიძლება, შემდეგ სოციალურ ქსელებში აქვეყნებს. ყურმილს ხშირად მიკიდებს და შვილებთან ნორმალურად დალაპარაკების საშუალებას არ მაძლევს.

ორივენი უპატივცემულოდ მექცევინ.
მისთვის მთავარი მხოლოდ ფულია, თუნდაც თავზესაყრელად ჰქონდეს", - დაიჩივლა ლოპესმა Football Italia-სთან.

ვანდა იკარდის აგენტიც გახდა, მის საქმეებს წარმართავს, ფეხბურთელს "ინტერთან" ურთიერთობა გაუფუჭდა და გუნდის კაპიტნობა ჩამოართვეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვიტან ამ ქალს იკარდიც არ უნდა იყოს ნორმალური,,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული