ვანდა ნარა: მაჩოების სამყაროში მე რევოლუციონერი ვარ!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდის, მაურო იკარდის ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ საკუთარი სამუშაოს შესახებ ისაუბრა.

"მაუროს კონტრაქტი "ინტერთან" კიდევ ორ წელზეა გათვლილი. კლუბს ახალი დირექტორი (ბეპე მაროტა) ჰყავს. ყველაფერი "ინტერისა" და ფეხბურთელისთვის კარგად დასრულდება.

ყოველთვის ვამბობდი, რომ იკარდის აგენტობა ძალიან ადვილია, რადგან ის დიადი ფეხბურთელია. ეს სამყარო მაჩოების სამყაროა, მე კი რევოლუციას ვახდენ.

ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთელების ინტერესებს ნათესავები წარმოადგენენ, მაგრამ ფეხბურთში ქალების როლი იმაშია, რომ შინ ბავშვებთან ერთად ისხდნენ და ხმა არ ამოიღონ. ამიტომ ვარ რევოლუციონერი.

ფეხბურთელების ცოლებს შორის მეგობრები
მყავს და დამცინიან - მათთვის უცნაურია, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მათი ქმრების ინტერესების წარდგენა მთხოვეს, რადგან მიცნობენ და იციან, როგოვ ვიქცევი და როგორ გამაქვს ჩემი ინტერესები.

მაჩოების სამყაროში იყო ქალი, ადვილი არაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პატივს მცემენ. თუმცა ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ისინი ძალიან შორს წავიდნენ.

მე და მაუროს ურთიერთობის კრიზისი არასდროს გვქონია. ერთად ბედნიერები ვართ, ხოლო სხვა ისტორიები რეალობისგან შორსაა", - თქვა ნარამ Gente-სთან ინტერვიუში.

altმაქსი ლოპესი: იკარდის დონის მოთამაშეს ვანდა ნარაზე მაღალი კლასის მენეჯერი უნდა ჰყავდეს

altროგორ გაიცნო მაურო იკარდიმ თავისი მეგობრის ყოფილი მეუღლე და სამი შვილის დედა ვანდა ნარა

altმაურო იკარდის მეუღლის ულტიმატუმი: ჩემი ქმარი კაპიტნის სამკლავურის გარეშე არ ითამაშებს

alt"მის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ" - "იუვენტუსი" იკარდით დაინტერესებას ადასტურებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარქია
მიხა
16:46 27-02-2019
2
რამდენ აპენინელ მაჩოს ეყოლები 220 ვატიანი-ს დარტყმულივით მკერდზე დაკრული ვნებადაუცხრომელო ამორძალო
Anj: Antey
14:08 27-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული