"ბოკას" მაისურით რომ არ ვითამაშო, არ შემიძლია" - დე როსიმ კარიერის დასრულება გადაიფიქრა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, დანიელე დე როსიმ კარიერის დასრულება გადაიფიქრა და არგენტინულ "ბოკა ხუნიორსში" ითამაშებს.

დე როსის ბუენოს-აირესში გადაბარგებას ხელს ის უწყობს, რომ "ბოკას" სპორტული დირექტორი მისი ყოფილი თანაგუნდელი ნიკოლას ბურდისო გახლავთ.

დანიელეს ასევე ძალიან მოსწონს სტადიონ "ბომბონერას" ატმოსფერო და ერთ დროს "ბოკას" მაისურით მოთამაშე დიეგო მარადონა.

"არ შემიძლია კარიერა ისე დავასრულო, რომ "ბოკაში" არ ვითამაშო", - ციტირებს დე როსის ბურდისო.

დე როსიმ მთელი კარიერა "რომაში" გაატარა და კლუბი 2018/19 წლების სეზონის ბოლოს დატოვა. ფრანჩესკო ტოტის შემდეგ რომაული კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი
თამაში სწორედ დე როსის აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი კაცი რომელმაც ფულზე მეტი ღირებულება დაინახა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული