"ტორპედოდან" აბარგებული ამბროსი ჩაჩუა უკრაინაში ბრუნდება

AutoSharing Option
"ტორპედოდან" აბარგებული 25 წლის ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა უკრაინის პირველ ლიგაში გააგრძელებს კარიერას.

ua-football.com-ის ცნობით, ჩაჩუას მალე ლუცკის "ვოლინი" გაუფორმებს კონტრაქტს და შეეცდება თავის ახალ გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

ჩაჩუა ადრე ლვოვის "კარპატიში" და ყაზახეთის "აკჟაიკში" თამაშობდა, "ტორპედო" კი ფინანსური კრიზისის გამო ახლახან დატოვა.

ჩაჩუა უკრაინის მოქალაქეა და მის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული