CONMEBOL-მა ლიონელ მესი დასაჯა

AutoSharing Option
სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ, CONMEBOL-მა არგენტინის ნაკრების კაპიტნის სასჯელი გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ მესის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500 დოლარის გადახდა დააკისრა.

მესი ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო დასაჯეს. კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა არგენტინელთა და ჩილელთა კაპიტნები გააძევა მოედნიდან.

თუმცა, ამას გარდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მესიმ მსაჯები და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა, CONMEBOL-ი კი კორუფციაში დაადანაშაულა. ამასთანავე, აგენტინელი ფეხბურთელი ამბობდა, რომ სასჯელის არ ეშინოდა, თუმცა საკუთარი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1500 დოლარი სასაცილო თანხაა მესისათვის,მაგრამ ვფიქრობ,პრინციპულად არ უნდა გადაიხადოს.მან ხომ სრული სიმართლე თქვა.
სოსო
24 ივლისი 2019 18:14
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული