პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონმებოლს ურჩია, როგორ გახადოს კოპა ამერიკა უფრო საინტერესო.
ის თვლის, რომ ტურნირზე აზიური კი არა, არამედ ევროპული ნაკრებები უნდა მიიწვიონ.
"თუ კონმებოლი მართლაც ზრუნავს იმაზე, რათა კოპა ამერიკა უფრო საინტერესო გახადოს, ევროპული ნაკრებები უნდა მიიწვიოს. მიიწვიეთ ესპანეთი, საფრანგეთი ან პორტუგალია.
თუ პორტუგალიას მიიწვევთ, რონალდო მესიზე ადრე მოიგებს ამ ტურნირს", - ციტირებს მოურინიოს legit.ng.
კოპა ამერიკაზე წელს კონმებოლის 10 ნაკრების გარდა იაპონიამ და ყატარმა იასპარეზეს და ჯგუფში ჩარჩნენ, არგენტინა კი მესისთან ერთად ნახევარფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა.