იბრაჰიმოვიჩი: ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემზე ნადირობენ

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი  "ლოს ანჟელესთან" გამართული შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდის ირგვლივ არსებულმა ხმაურმა ძალიან გააბრაზა.

"ისე ავხტი, როგორც სხვა თამაშებში ვაკეთებ. იმ ბიჭისთვის ტრავმის მიყენება არ მინდოდა. უბრალოდ, ყველაზე მაღალი ვარ და ამიტომ ვხტები ასე.

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ჩემზე ნადირობენ. თუმცა ასე ხდება, როცა საუკეთესო ხარ. არასდროს მესმის იმათი, ვინც წაგების შემდეგ წუწუნებს. ჩვენ ამ დონეზე არასდროს დავეშვებით. თუ ვაგებთ, უბრალოდ ვაგებთ. აზრი არ აქვს, ვერაფერს შეცვლი, შემდეგ თამაშში უფრო მეტი უნდა იმუშაო", - გადმოსცემს ზლატანის სიტყვებს goal.com-ი.

კალიფორნიულ დერბიში "ლოს
ანჟელეს გალაქსიმ" "ლოს ანჟელესი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. სამივე გოლი "გალაქსის" შემადგენლობაში ზლატანმა გაიტანა, თუმცა, გოლების გატანის გარდა, შვედმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველს სახის ძვალი გაუტეხა. სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა დიდი გამოხმაურება ამერიკულ პრესაში.

თავიდან იწერებოდა, რომ "იბრა" დისკვალიფიკაციას მიიღებდა, თუმცა MLS-ის სადისციპლინო კომიტეტი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული